„ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“ აცნობეს, განცხადება ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

„დადასტურდა ის, რასაც ექვსი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყველა უწყებაში - თავდაცვის სამინისტრო, შსს და სხვა, რუსეთს თავისი ჯაშუშები ჰყავს, მათ კი ფულს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უხდის. ქვეყანაში წამლად ვერ ნახავთ ტენდერს, რომელიც ოფიციალურად ტარდება და ამ დროს ვხედავთ 21 ტენდერი როგორ მოიგო ჯაშუშმა, რომელმაც აღიარა, რომ არის ჯაშუში. მეტიც, გვახსოვს, რომ რუსეთმა მისი გაცვლა მოითხოვა. სასწრაფოდ უნდა ჩაინიშნოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, სადაც ოფიციალურად დავიბარებთ იზორიას და გახარიას. ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. სახელმწიფოებრიობის საფუძვლები არის მოშლილი და მთლიანადაა ჩამოშლილი თავდაცვისა და უშიშროების სისტემა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს