გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად ბელორუსის 20-მდე მოქალაქე დაშავდა

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

„არც ერთი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არიან ბელორუსიის მოქალაქები და კახეთის დასათვალიერებლად მოდიოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა სამწუხაროა, რომ მძღოლები ხშირად არ ითვალისწინებენ გომბორის გზის საფრთხეებს და საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებიან", - აღნიშნა აკა საჩიშვილმა.

გომბორის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან "სუზუკის" მარკის ავტობუსი იმ ადგილას ამობრუნდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, ყვარლისკენ ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი  გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად ბელორუსის 20-მდე მოქალაქე დაშავდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა