კონდიციონერების დამონტჟებამდე საგამოცდო ცენტრებში ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება

სამ საჯარო სკოლაში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად ველოდებით რამდენიმე ასეული კონდიციონერის ჩამოტანას, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ "ინტერპრესნიუსს" ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის მონტაჟის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ვიდრე საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟდება, ყველგან ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება. "დღეის მდგომარეობით 3 სკოლაში მიმდინარეობს ე.წ. სპლიტ სისტემების დამონტაჟება. ეს სკოლებია რუსთავის გარდა, სადაც უკვე დამონტაჟებულია, თბილილისის 175-ე, 103-ე და ზუგდიდის მე-2 სკოლა.

„დანარჩენი სკოლები, ვიდრე კონდიციონერები დამონტაჟდება, აღჭურვილია ვენტილატორებით. ეს არ ნიშნავს, რომ კონდიციონერები არ დაიდგმება. კონდიციონერები თურქეთიდან უნდა შემოვიდეს და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქი პარტნიორები გვეუბნებიან, 100 კონდიციონერი წამოსულია უკვე და მინიმუმ 400 რამდენიმე დღეში უნდა შემოვიდეს. პრემიერმა მხოლოდ 3 დღე მოგვცა, რათა ეს ყველაფერი მოგვარდეს. ამასთან, ყველგან არის წყლის დისპენსერები და ყველგან იქნება ვენტილატორები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძირითად პრობლემად კვლავ რჩება სკოლების ელექტრომომარაგება, რადგან კონდიციონერების დასამონტაჟებლად სკოლებში ელექტრომომარაგების სიმძლავრეები უნდა გაიზარდოს.

კონდიციონერების დამონტჟებამდე საგამოცდო ცენტრებში ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა