განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს გამოცდების ჩატარების დროის გადამოწმებას ურჩევს

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მათი გამოცდების ჩატარების დროის გადამოწმებას ურჩევს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, გამოცდებუს ჩატარების გრაფიკში გარკვეული ცვლილებებია.

"სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განმავლობაში, შუადღის საგამოცდო სესიები გაუქმდა და გადანაცვლდა მომდევნო დღის დილის საათებში. ახლა მხოლოდ დილით არის საგამოცდო სესიები. ეს ინფორმაცია განთავსებულია როგორც საგამოცდო ცენტრის, ისე სამინისტროს ვებ გვერდზე. აუცილებელია მისი გამოცდის დროის ცვლილების გადამოწმება", - აღნიშნა მურღულიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს