გომბორზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთი ტურისტი სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყავთ

გომბორზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 25 ტურისტიდან ერთი სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყავთ. ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება და ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რისთვისაც თბილისდან რეანიმობილი უკვე გამოიძახეს.

დანაჩენები კი თელავის კლინიკებში არიან მოთავსებული. რეფერალურ საავადმყოფოში 16, ხოლო ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში 8 პაციენტი მკურნლობს. აქედან ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. სამ მათგანს კი თავის ტვინის შერყევა აქვს.

გომბორზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 25 ტურისტი დაშავდა. ისინი ქალაქ მინსკიდან არიან და კახეთში, ველისციხეში, ღვინის მარნის დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს