აზიის განვითარების ბანკის მისია ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

ბაკურიანი-მიტარბის წყალმომარაგება-წყალარინების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისია ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ბაკურიანი ტურისტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის გამო, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ქსელის განვითარებას საჭიროებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ბაკურიანში მოქმედი საფილტრი სადგური დაათვალიერა და სათხილამურო კურორტის სასმელი წყლით მომარაგების პრინციპს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით, ბანკმა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებელობის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა