ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ათზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთში, ჯალალაბადში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქება ჯალალაბადში ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ განის ვიზიტს დაემთხვა. ტელეკომპანია „1TV“ იუწყება, რომ აფეთქება მუჰაბირათის მოედანზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე მაღაზიაც დაიწვა.

ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს