დონალდ ტრამპის მრჩეველი - ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ არის მიზეზი ისტერიკაში ჩავარდნისთვის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადებით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ არის მიზეზი ისტერიკაში ჩავარდნისთვის, არამედ ურთიერთობებში პროგრესის ძებნისთვის. ამის შესახებ ბოლტონმა „Fox News“-ის ეთერში განაცხადა.

„ძირითადი არსი ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრის ასეთია: დაე, მათ განიხილონ საკითხები და შეხედონ, სად არის სივრცე ურთიერთობათა პროგრესისთვის, ან სად არ არის ეს სივრცე საერთოდ“, - განაცხადა ბოლტმა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა ლიდერებს საშუალებას მისცემს გადალახონ „პოლიტიკური ხმაური“ რუსეთის სავარაუდო შეთქმულების შესახებ.

ტრამპის მრჩევლის განცხადებით, როდესაც რუსეთის ლიდერს შეხვდა, ვლადიმერ პუტინმა ის პირადად დაარწმუნა, რომ რუსეთი არ ჩარეულა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ბოლტონის თქმით, პრეზიდენტს ენდომება ამაზე საუბარი და იმის თქმა, რომ არ გვსურს ვიხილოთ 2018 წლის არჩევნებში ჩარევა.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში განაცხადეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა