სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს.
აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. 300-ზე მეტი სოციალურად დაუცველ ბავშვი გამაგრილებელი სასმელებით - ,,კოკა-კოლამ”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინმა“ უზრუნველყო.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსგავსი აქციების ჩატარებას განმუხურის აკვაპარკში სეზონის განმავლობაში გეგმავენ.