მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. არსებული ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილებას დღეს ბიურო მიიღებს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

საკანონდებლო პაკეტით წარდგენილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ასეთია:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლე იქნება.

უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოების და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალება.

ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფრო კონკრეტულად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების, რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას ეხება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა