ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს მუშაობას განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს მუშაობას განაახლებს. სხდომაზე დაგეგმილია გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის და ასევე, ზვიად კუპრავას მოსმენა.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა