„ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“ აცნობეს, განცხადება ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

„დადასტურდა ის, რასაც ექვსი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყველა უწყებაში - თავდაცვის სამინისტრო, შსს და სხვა, რუსეთს თავისი ჯაშუშები ჰყავს, მათ კი ფულს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უხდის. ქვეყანაში წამლად ვერ ნახავთ ტენდერს, რომელიც იფიციალურად ტარდება და ამ დროს ვხედავთ 21 ტენდერი როგორ მოიგო ჯაშუშმა, რომელმაც აღიარა, რომ არის ჯაშუში. მეტიც, გვახსოვს, რომ რუსეთმა მისი გაცვლა მოითხოვა. სასწრაფოდ უნდა ჩაინიშნოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ოფიციალურად დავიბარებთ იზორიას და გახარიას. ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. სახელმწიფოებრიობის საფუძვლები არის მოშლილი და მთლიანადაა ჩამოშლილი თავდაცვისა და უშიშროების სისტემა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო