უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულობის გაზრდას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტს დაზარალებულის უფლებების და სისხლის სამართლის პროცესში მისი ჩართულობის გაზრდას სთავაზობს.

ამ მიმართულებით მზად არის “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ და გიორგი ტუღუშმა მოამზადეს.

ცვლილების მიხედვით, დაზარალებულს უფლება ექნება სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები მიიღოს, თუ გამოძიების ინტერესებს ეს არ ეწინააღმდეგება.

დაზარალებულს ასევე ენიჭება უფლება, სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს მისი ასლები საქმეზე გამოძიების შემწყვეტის შემდგომ ან საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, საერთო სასამართლოების რომელ ინსტანციაშია საქმე.

ამასთან, პროექტის მიხედვით, დაზარალებულს ენიჭება უფლება, ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობასა და ასლის გადაცემაზე ზემდგომი პროკურორის უარი გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო