კონფერენცია „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დღეს გაიმართება

დღეს, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი ჩაატარებს კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“. კონფერენცია სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდება.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე შეფასდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

„კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარადგენს თავის სამოქმედო გეგმას. კერძოდ, ორგანიზაცია აპირებს ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე, კვლევით ორგანიზაცია „ჯეოველთან“ თანამშრომლობით, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და 2019 წლის მარტ -აპრილში, თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტესტირების ცენტრებში განხორციელდება ტესტირების პროცესის მონიტორინგი. საზოგადოებას წარედგინება რეფორმის შეფასება, არსებული გამოწვევების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდება რეკომენდაციები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე არასამთავრობო, კერძო თუ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

როგორც ცნობილია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ძალაში შედის მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, მაღალ ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის -1-ლი ოქტომბრიდან , ხოლო ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა