ევროკავშირის საბჭოს 6 თვით ავსტრია უხელმძღვანელებს

1-ელი ივლისიდან ავსტრია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას შეუდგა, რაც მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ავსტრია, აპირებს საკუთარ თავზე აიღოს ევროპაში ხიდების მშენებლობა და შეამციროს არსებული დაძაბულობა. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირთან ნდობის გამყარება, რომ ევროკავშირმა შეძლოს სულ უფრო მეტი მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულება“, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

ავსტრიის თავმჯდომარეობა წარიმართება დევიზით: „ევროპა, რომელიც იცავს“. ავსტრიის ხელისუფლება აპირებს კონცენტრირებას ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: უსაფრთხოება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, აყვავება და კონკურენტუნარიანობა ციფრული დამუშავების გზით და მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა.

ავსტრიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, 1995 წლიდან მესამედ უწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა