ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, „ვიზეარის“ თვითმფრინავს სიჩქარის მაჩვენებელთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა

„ვიზეარის“ დორტმუნდის რეისის მგზავრებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში იმყოფებიან, რეისის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თვითმფრინავს სიჩქარის მაჩვენებელთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

„ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტის დირექტორი მოვიდა და გვითხრა, რომ იყო სიჩქარის „დაჩიკის“ ბრალი, რამაც გამოიწვია კვამლი. ასევე აღნიშნა, რომ კვამლი კიდევ უფრო გაიზარდა თვითმფრინავის მკვეთრად დამუხრუჭების და გაჩერების გამო. მისივე მტკიცებით, ამან განაპირობა სუნიც, რომელიც თვითმფრინავში დადგა. ამტკიცებენ, რომ ძრავთან დაკავშირებული პრობლემა არ ყოფილა. ახლა გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი უკვე გამართულია, მზადაა რეისის შესასრულებლად და გვთავაზობენ დაახლოებით ერთსაათიან ინტერვალში ისევ ამ ბოინგით გაფრენას. მზავრების ნაწილი შეშინებულია და ისევ იგივე თვითმფრინავით გამგზავრებას ვერ რისკავს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მგზავრმა.

"ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა