მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი გახდა

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ძალების კოალიციის „ერთად შევქმნათ ისტორია“ კანდიდატმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, ლოპეს ობრადორმა ამომრჩეველთა ხმების 53,8% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა კოალიცია „წინ მექსიკისთვის“ კანდიდატმა რიკარდო ანაიამ ამომრჩეველთა ხმების 22,8% მიიღო.

ლოპეს ობრადორს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა.

„ვულოცავ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს მექსიკის პრეზიდენტობას. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას. ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც სარგებელს მოუტანს აშშ-სა და მექსიკას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

თავის მხრივ, ლოპეს ობრადორმა პრეზიდენტის პოსტზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ტრანსფორმაცია ის იქნება, რომ კორუფცია ჩავკლათ. კორუფცია უთანასწორობის მთავარი მიზეზია სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. კორუფციისა და დაუსჯელობის დამარცხება ახალი მთავრობის მთავარი მისია იქნება“, - განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს