მაია მიმინოშვილი - ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვქონდა

ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი ტემპერატურიდან გამომდინარე არ გვქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული საგამოცდო ცენტრის ამ გადაწყვეტილების შესახებ ყველა აბიტურიენტი ინფორმირებულია.

"ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის. ძალიან რთულ და კომპლექსურ სისტემასთან გვაქვს საქმე და ნებისმიერი პატარა ცვლილებაც კი რისკის ქვეშ აყენებს პროცესს. თუმცა სხვა გამოსავალი ტემპერატურიდან გამომდინარე არ გვქონდა. რაც შეეხება ინფორმირებას, ყველა შესაძლო საშუალებები გამოვიყენეთ, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ყველა აბიტურიენტმა ორჯერ მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება განრიგთან დაკავშირებით. თეორიულად, შესაძლოა იყოს ისეთი აბიტურიენტი, ვინც არც მესიჯებს კითხულობს, არც ტელევიზორს უყურებს და არც ვებ გვერდზე შედის და თუ ის მოვა ჩვეულებრივ დროს ანუ დღის მეორე ნახევარში, ჩვენი თანამშრომლები დახვდებიან და ეტყვიან, რომ ზეგ ექნება გამოცდა",- განაცხადა მიმინოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა