მალიში ფრანგ სამხედროებზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მალიში ფრანგ სამხედროებზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 30 კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ქალაქ გაოში, მალის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო პატრულის მანქანა გამოჩნდა. აფეთქების შემდეგ სროლა დაიწყო.

„ბარხანის“ პატრულზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 30 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის სამხედრო პატრულის რვა წევრია“, - ნათქვამია მალის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

2013 წლიდან მალიში 4 ათასი ფრანგი სამხედრო ოპერაცია „ბარხანში“ მონაწილეობს, რომლის მიზანია რეგიონში სიტუაციის სტაბილიზირება და ტერორიზმთან ბრძოლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა