გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები გეოგრაფია, გეოლოგიის დარგის სპეციალობის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაეხმარებიან, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. მათივე ინფორმაციით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაესწრონ ლექცია სემინარებს, რომელსაც სააგენტოს დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სოხუმის უნივერსიტეტის შენობაში მეტეომზომი აპარატურის განთავსებას, რაც დაეხმარება სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა