მედიის ინფორმაციით, გერმანიის შს მინისტრი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს

გერმანიის შს მინისტრმა და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ლიდერმა ჰორსტ ზეეჰოფერმა პარტიის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შს მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჰორსტ ზეეჰოფერს დღეს ბოლო მცდელობა ექნება ანგელა მერკელთან საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოება დაარეგულიროს.

იმის მიხედვით თუ რა შედეგი მოყვება აღნიშნულ მოლაპარაკებებს, გერმანიის შს მინისტრი გადაწყვეტილებას მიიღებს თავის პოლიტიკურ მომავალზე.

„ქრისტიანულ-სოციალურ კავშირსა“ და „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს“ შორის კონფლიქტი არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება. გერმანიის კანცლერი და „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ პრობლემის გადაჭრას ევროკავშირის დონეზე უჭერენ მხარს, ხოლო ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ დაჟინებით ითხოვს, რომ დოკუმენტების გარეშე მიგრანტები ან ის პირები, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანიის საზღვრიდან გააბრუნონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს