„თიბისი ბანკმა“ და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

„თიბისი ბანკმა“ გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

„აღფრთოვანებული ვართ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა „თიბისი ბანკთან“ სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული რესურსი ბანკის კლიენტებს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა DEG-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და გერმანიის ბიზნესსაწარმოების სამსახურის უფროსმა, პეტრა კოტემ.

„გვეამაყება, რომ „თიბისი ბანკი“ DEG-ის გრძელვადიანი პარტნიორია. 20 წლის მანძილზე წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, DEG-მა „თიბისი ბანკს“ დახმარება გაუწია არაერთი სასესხო პროდუქტის, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუციის წარმატებულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, -განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

DEG 55 წელზე მეტია რაც განვითარებად ბაზრებზე კერძო ორგანიზაციებს დახმარებას უწევს. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, 2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, DEG-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 37.8%-ს შეადგენს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 38.9%-ს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს