გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ სტრუქტურები არსებული გამოწვევების მიმართ იყოს ბევრად ადეკვატური. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მცირე მთავრობის კონცეფციის ფუნქცია ასევე არის ის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსახლეობამდე სწრაფად იყოს მიწოდებული.
"მცირე მთავრობის თაობაზე არაერთხელ გაკეთდა კომენტარი. ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოქნილ მმართველობას. მმართველობითი რეფორმა, რომელიც ჩვენს მიერ იყო დაანონსებული, გრძელდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სტრუქტურები უნდა იყოს უფრო ადეკვატური იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსახლეობამდე უფრო სწრაფად და მოქნილად უნდა მივიტანოთ.ასევე, ეს გულისხმობს
იმას, რომ ეს პროცესი დროში უნდა იყოს შემჭიდროვებული. ეს ყველაფერი კი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო სწრაფი ზრდა და ეს ზრდა იყოს ინკლუზიური, ანუ ეხებოდეს მოსახლეობის ყველა ფენას", - განაცხადა დავითაშვილმა.