საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ორ რეკომენდაციას განიხილავენ

დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ რეკომენდაციას, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგელები დასვამენ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას და საგამოძიებო კომისიას სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ აქვს.

„დღესვე განვიხილავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ წარმოადგინა. ერთი რეკომენდაცია ეხება საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს