მარიამ ჯაში - მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა იმ ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესებას

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ფორუმი, "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" გახსნა. ფორუმი "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს, საზოგადოების განვითარების საკითხებში,21-ე საუკუნეში მუზეუმის როლის გაცნობიერება და გაანალიზება მოხდეს. ფორუმმა ფართო საზოგადოებას მსოფლიო გამოცდილება გააცნო თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მათი სოციალური ფუნქციის განვითარებისა და გამოწვევების საკითხებში.

„დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზით არის განსაკუთრებული, პირველი ეს გახლავთ ის, გავაზიაროთ ICOM-ის და მისი ნაციონალური კომიტეტების გამოცდილება მუზეუმების მართვის, განსახორციელებელი რეფორმებისა და ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით. ასევე, საინტერესოა საქართველოსთვის მუზეუმების დაფინანსების კუთხით თანამედროვე გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი შეხვედრა და მის ფარგლებში დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრები იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს მუზეუმებში დაცული საუნჯეების, ასევე საქართველოს სამუზეუმო სისტემის ინტეგრაციისთვის, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა თბილისის მასშტაბით მოქმედი მუზეუმების წარმომადგენლებთან და გამოიკვეთა, რომ დაგროვილია მთელი რიგი საკითხები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების გადახედვას მოითხოვს. მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი კომიტეტის თანადგომა ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც უკავშირდება საქართველოში მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების რატიფიცირებისა თუ იმპლემენტაციის მონიტორინგის თვალსაზრისით გადასადგმელ ნაბიჯებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM(მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი, კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა