„ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული, საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3,მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

,,შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათავო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი), შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელ. მრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათავო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge

სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება, თავისუფალ თემაზე - „მომავლის ენერგეტიკა“ , რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო