ეკა ბესელია - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა შეცდომაა, ის პირდაპირ მხარეა

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევას შეცდომას უწოდებს. ბესელია ამბობს, რომ კუპრავა მხარეა.

“არ მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია, შემსწრეა ან პირველწყაროა, ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხავენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა