სერგი კაპანაძე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს რეკომენდაციები და დასკვნები

საგამოძიებო კომისიის დებულებიდან გამომდინარე, იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავაზებული, კომისიას ნამდვილად შეუძლია, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კომისიის მიერ რეკომენდაციების გაცემა ჯერ ნაადრევია.

"დღეს ჩვენ კომისიაზე განვიხილავთ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული კომისიისთვის, ასევე გვექნება ზვიად კუპრავას და შემდეგ შს სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტიდან და კომისიის დებულებიდან, შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია დებულებაში არსებულ მუხლებთან და ეს არის ცალსახა. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რომელიღაც მუხლზე კონკრეტული ინტერპრეტაცია, მაგრამ ფაქტია და დებულებიდან გამომდინარე იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავაზებული, კომისიას ნამდვილად შეუძლია. არ არის აუცილებელი, რომ რეკომენდაციები აუცილებლად გაიცემოდეს მხოლოდ და მხოლოდ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ. სამი თვის თავზე ჩვენ გვექნება საბოლოო დასკვნა, რომელშიც ასევე იქნება რეკომენდაციები. კომისია უფლებამოსილია თავისი მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს, როგორც რეკომენდაციები, ისე გარკვეული დასკვნები, ესეც პარლამენტის რეგლამენტიდან და ამ კომისიის დებულებიდან გამომდინარეობს. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს საქმის იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა სამუშაოს დასაწყისში, ამიტომ რამდენიმე კვირის თავზე რეკომენდაციის გაცემა არამც და არამც არ არის ნაადრევი. რაც შეეხება ზვიად კუპრავას მოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი, თუ როდის მოვა ის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ წინა სხდომაზე და კომისიის არც ერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს