კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება - ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ზღვაში წვეთია

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კონფერენციის "ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, იმ ავტომობილთა 90%, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, არის მოძველებული და განახლებას საჭიროებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვი არის ზღვაში წვეთი, რადგან დედაქალაქში 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და მათი უმრავლესობა არის 10-დან 20 წლამდე.

"ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დედაქალაქში გვაქვს მწვავე პრობლემა. ამ

მიმართულებით წარმოებული ყველა კვლევა არის კრიტიკული. მგონია, რომ თუ არ განხორციელდება გარკვეული რეფორმები, შეუძლებელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი იმიტომ, რომ დედაქალაქში გადაადგილდება დაახლოებით 500 000-ზე მეტი ავტომობილი. აქედან საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი არის დაახლოებით 650 ერთეული ავტობუსი. დანარჩენი ავტომობილების 90% არის 10-დან 20 წლამდე. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად 7%-ით იზრდება და მათი ძირითადი ნაწილი არის ძველი.

კიდევ ახალი რაღაც შემოიტანეს-კატალოზატორებს იღებენ მანქანებიდან და ცალკე ყიდიან. ანუ, სრული კატასტროფა გვაქვს ამ კუთხით და მგონია, რომ ჩვენ საზოგადოების ჩართულობით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას,"- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას წარადგენს.

"უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერია აპირებს წარმოადგინოს სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ როგორი ხედვა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში. მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გვეყოლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსები და პარალელურად მოსახლეობას უნდა ვუთხრათ ის, რომ ძველი ავტომობილებით გადაადგილება არის დამაზიანებელი. ამიტომ მგონია, რომ ხალხი ამას გაგებით მოეკიდება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს