სერგო რატიანი უმრავლესობის წევრებს - თქვენ ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას

დღეს, როდესაც თქვენ იმ რეკომენდაციის წინააღმდეგ ხართ, რომ გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას, - ამ განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

რატიანმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საგამოძიებო ორგანოების დაცვაში დაადანაშაულა.

“გ.მ არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია დავით სარალიძესთან, რომელიც იყო ფარდულში და მის ტანსაცმელზე არის დავით სარალიძის სისხლი. ხოლო ის, ვინც გ.მ დაჭრა, ხედავს ყველაფერს. ის, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა და ხელი გადააფარა ამ ფაქტს, ნიშნავს იმას, რომ არასწორი მიმართულებით წავიდა. გამოძიება არ დაინტერესდა იმ ადამიანებით, რომელიც უშუალოდ უყურებს მთელს იმ ამბავს, რაც ფარდულში ხდება. შესაბამისად, რეკომედაცია ეხება არა მხოლოდ იმას, რომ გ.მ-ს დაჭრის ფატზე გამოძიება დაიწყოს, არამედ ეხება იმას, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცხარე დისკუსიის თემაა “ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. აღნიშნულ რეკომენდაციას არ ეთანხმება დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია ღია კარის მტვრევას ჰგავს, რადგან ამ საქმეზე გამოძიება შსს-ს დაწყებული აქვს. ამასთან, “ქართული ოცნების“ დეპუტატების აზრია, რომ კომისიამ რეკომენდაციები უნდა გასცეს ბოლოს, როდესაც მასალებს შეაჯამებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო