მაშველებმა მტკვარში 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე  მუხლითაა აღძრული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა