ოთარ კახიძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს გ.მ.-ს დაჭრაში შესაძლო დამნაშავე პროკურატურას 1-ელ დეკემბერს ჰყავდა დაკითხვაზე, ოქმი გაფორმებულია, თუმცა ის დაკარგულია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას გ.მ.-ს დაჭრაში შესაძლო დამნაშავე პროკურატურას 1-ელ დეკემბერს ჰყავდა დაკითხვაზე, ოქმი გაფორმებულია 14-ში და ეს ოქმი დაკარგულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, შესაძლო დამნაშავის სახლში დანის საძებნად ჩხრეკაც არ ჩატარებულა, მაშინ, როდესაც პატაკი ამის შესახებ დაწერილი იყო.

„გ.მ-ზე, რომლის დაჭრაზეც გამოძიებამ ინფორმაცია მიიღო, ექსპერტიზა ჩაატარა 10 დღის შემდეგ. კონკრეტულმა მოწმემ აღწერა ზუსტად ვინ დაჭრა ეს ადამიანი და არ ჩატარდა ამაზე ამოცნობა. ამ პირს არ წარუდგინეს არც ერთი ფოტოსურათი, ვიდეომასალა ან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ ემთხვევა ხუჭუჭა, მწვანე მოსაცმელით და ჯინსის შარვლით პირს. ასეთი პირი ამ საქმეში მარტო ერთია. ის პირი, რომლის გარეგნობასაც ემთხვევა და შესაძლოა გ.მ ჰყავდეს დაჭრილი, ამ პირის სახლში არ ჩატარდა ჩხრეკა. დანის საძებნად 4 პირზე დაიწერა პატაკი, სამთან ჩატარდა ჩხრეკა, მარტო ამ პირთან არ ჩატარდა ჩხრეკა, მიუხედავად იმისა, რომ არის ჩხრეკის ოქმი, მაგრამ ეს ჩხრეკა არ ჩატარებულა. ამოღებულია ტანსაცმელი და ჩხრეკა არ არის ჩატარებული. დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი დაკითხვაზე ჰყავდათ 1-ელ დეკემბერს და ოქმი გაფორმებულია 14-ში. ეს ოქმი დაკარგულია. პირი, რომელზეც ვსაუბრობთ საკვანძო მოწმეა მას აქვს დანახული, თუ ვინ დაჭრა სარალიძე. რატომ არ გააკეთა ეს გამოძიებამ ამ ბნელეთით მოცულ საქმეში, ეჭვები ძალიან ბევრს გვიჩნდება“, - განაცხადა კახიძემ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დისკუსიის საგანია კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციები. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო