ლია გიგაური - შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც სკოლაში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგია ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომელიც კვლევების შედეგად იქნა მიღებული და რომელიც მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვას ეფუძნება.

"ეს ეხება როგორც სავალდებულო პროგრამებს სკოლაში და ფორმალურ განათლებაში, ასევე სერვისებს, რომლებსაც მოსწავლეებს უსაფრთხოების დასაცავად და შემდგომი რეაბილიტაციისთვის შევთავაზებთ. იქნება ისეთი აქტივობები, რომელიც თავისუფალი დროის სრულ მენეჯმენტს განახორციელებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავისუფალი დრო ეფექტიანად გამოიყენონ. პროგრამები, რომლებიც იანვრიდან ხორციელდება, გაგრძელდება. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბულინგის შემთხვევებს სკოლაში. მთლიანად აღმოფხვრას რაც შეეხება, არ არსებობს მოსწავლეების და მოზარდების ისეთი თავშეყრის ადგილი, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ არსებობდეს. ჩვენი მიზანია, რომ შევამციროთ მაქსიმალურად და ასეთი შემთხვევები მინიმუმადე იყოს დაყვანილი", - განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა