ანრი ოხანაშვილი - ზვიად კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის დამატებითი ინფორმაციის მომცემი ვერ იქნება

არსებობს დიდი ეჭვი, რომ დამატებითი ინფორმაციის მომცემი ზვიად კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის ვერ იქნება. ამიტომ მიზანშეწონილია, გადავიდეთ უშუალო მოწმეებისა და მონაწილე პირების გამოკითხვაზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დრობითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საქმის უშუალო მოწმეებისა და მონაწილე პირების გამოკითხვის შესაბამისად უნდა მოხდეს მსჯელობა იმაზე, რა სახის მიმართვა თუ რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს. მისი თქმით, კომისიის მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, დადგინდეს ამ საქმეში რეალური სურათი და ჭეშმარიტება. ეს ჩვენ უნდა დავადგინოთ პირველ რიგში იმ უშუალო მონაწილე პირთა მეშვეობით, ვინც ჩვენ უნდა გამოვკითხოთ. ჩვენ გამოვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებელი და ხელმძღვანელი, ვინც საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. ეს მოხდება დღეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაშინ როცა ჩვენ არ გვყავს ჯერ უშუალო თვითმხილველები და უშუალო მონაწილეები გამოკითხული, არ უნდა ვიჩქაროთ არანაირი რეკომენდაციის გაცემა. რადგან ეს არ დაემსგავსოს რაიმე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავცვალოთ დღეს არგუმენტები, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მისაღები იქნება თუ შეჯერებული პოზიცია გვექნება კომისიას. შაბათს, ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ ის, რომ კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის მიზანშეწონილი არ იყო, მითუმეტეს, ამ ეტაპზე. თუმცა განვაცხადეთ, ის რომ ეს რომ არ გახდეს პოლიტიკური არენა და სხვა ფორმა არ მიეცეს, ჩვენ მოვისმინეთ მათი ეს პოზიცია. მაგრამ იქვე ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ამ პოზიციას არ ვემხრობოდით”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას გამოკითხვა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა