ქუთაისში ე.წ. LED ტიპის სანათების მონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ე.წ. LED ტიპის სანათებს ამონტაჟებს. ძველი ნათურების ახალი ე.წ. LED ტიპის 90- ვატიანი სანათებით ჩანაცვლება ელექტროენერგიის დაზოგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გამო ხდება. ამ დროისთვის შეცვლილია 247 ცალი ნათურა.

„მიმდინარე წელს ჯამში 2000 ცალი ნათურის შეცვლა მოხდება. ასევე, მიმდინარეობს ქუთაისში არსებული მინი მოედნებისა და სკვერების ღამის განათების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები უკვე ჩატარდა 12 მინი სტადიონზე და ასევე მოხდა 5 სკვერის ღამის განათების აღდგენა“, -აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო