მარიამ ჯაში - ოკუპაციის რეჟიმში, მხოლოდ რუსულ ენაზე გამართული თუნდაც საერთაშორისო ღონისძიებები, მისაღები არ არის

ჩვენ მივესალმებით შერიგების პროცესისთვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მაგრამ ოკუპაციის რეჟიმში მხოლოდ რუსულ ენაზე გამართული თუნდაც საერთაშორისო ღონისძიებები, მისაღები არ არის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბათუმში გამართულ კონცერტს, რომელიც სრულად რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით გაიმართა.

"მიმდინარე ღონისძიებას დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით შერიგების პროცესისთვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მაგრამ ოკუპაციის რეჟიმში მხოლოდ რუსულ ენაზე გამართული თუნდაც საერთაშორისო ღონისძიებები, მისაღები არ არის. მე დამატებით განვიხილავ ამ საკითხს აჭარის მთავრობასთან. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ჩვენი საერთო სასაუბრო ენა არის რუსული. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. ვიდრე ჩვენი საერთო ენა იქნება რუსული, ოკუპაციის დასასრულიც იქნება შორს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის სწავლას და ეს იქნება შერიგების კუთხით გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ბათუმში ფესტივალი „ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაცით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავდა მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს