საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ AEA-EAL-ის გენერალური ასამბლეაზე არჩეულ იქნა დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დეკანი ანდჟეი კალანსკი, ვულოცავთ ჩვენს ახალ დირექტორებს!“

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც 2017 წელს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი გახდა და ამგვარი პრეცედენტით გზა გაუხსნა სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები ვითარდება. ამ პოზიციაზე ყოფნით შესაძლებლობა გვექნება მეტი გავაკეთოთ საქართველოში მოღვაწე ადვოკატების ინტერესებისათვის, რათა უზრუნველვყოთ სათანადო შესაძლებლობები ქართველი ადვოკატების პროფესიული განვითარებისათვის“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს