„თავისუფალი საქართველო“ განათლების სამინისტროს ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, განათლების სამინისტრომ გაასაჯაროვოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ანგარიში უწყების ხარჯების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული გამოცდების წინ საგამოცდო ცენტრები მოუმზადებელ მდგომარეობაშია, კერძოდ, შენობებში არ არის დამონტაჟებული გაგრილების სისტემები, რაც მაღალი ტემპერატურის პირობებში მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს აბიტურიენტებისთვის.

„სამინისტროს განცხადებით, გაგრილების სისტემების დაონტაჟება დაკავშირებულია ხარჯებთან, რისი გაღებაც ამ ეტაპზე უწყებას არ შეუძლია. ამავდროულად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მხოლოდ 1 წლის მანძლზე ანაზღაურების სახით 1 მლნ ლარი მიიღო. ამასთან, მიმინოშვილის ყოველთვიური ხელფასი 10 000 ლარს აჭარბებს.

სრულიად ცინიკურია სამინისტროს განცხადება იმ ფონზე, როდესაც უწყება მხოლოდ ერთი ჩინოვნიკის ანაზღაურებისთვის კოლოსალურ თანხებს ფლანგავს.

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს განათლების სამინისტრომ გაასაჯაროვოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ანგარიში უწყების ხარჯების შესახებ. ასევე, დააზუსტოს, რა თანხებია საჭირო საგამოცდო ცენტრების შესაბამისობაში მოყვანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა