ზვიად კუპრავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიას მირზა სუბელიანთან დაკავშირებული 7 ადამიანის სახელს დაუსახელებს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში დაბარებული ზვიად კუპრავა კომისიასთან რამდენიმე პირზე აპირებს საუბარს, რომლებიც მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან არიან ირიბ კავშირში.

როგორც კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პირებს აქვთ ვალდებულება შს სამინისტროს წარმომადგენელ კახა სირაძესთან და ასევე, მიზრა სუბელიანთან, რომელმაც ეს ვალდებულება ბოროტად გამოიყენა და “სირაძეს ფარდულის პრობლემის მოგვარება მოსთხოვა“.

კუპრავას თქმით, მათი ნაწილი პოლიციის - ყოფილი და ზოგი მოქმედი თანამშრომელია.

“რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ჩემს წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლით. იმისთვის, რომ ინფორმაცია დროულად მივაწოდო საგამოძიებო კომისიას, გამოვთქვი ინიციატივა, რომ ჩემი გამოკითხვა ვადაზე ადრე მომხდარიყო. ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად, ყველაფერზე ვლაპარაკობდი, უბრალოდ არ გვისმენდნენ და ეს იყო პრობლემა. რაზეც ვისაუბრებ, ფარდულთან დაკავშირებული დეტალები იქნება. ვისაუბრებ მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან დაკავშირებული ადამიანებზე, რომლებიც სირაძესთან და სუბელიანთან ირიბ კავშირში არიან. ვაპირებ შვიდი სახელის დასახელებას. ეს ადამიანები და სირაძე დავალდებულებული არიან მიზრა სუბელიანთან. სუბელიანმა ეს ვალდებულება ბოროტრად გამოიყენა და სირაძეს მოსთხოვა, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კუპრავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს