სოფიო კილაძე – თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მხრიდან ტენდერებთან დაკავშირებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელმაც პეტრე დევრიშაძის კუთვნილ კომპანიასთან ძალოვანი უწყებების თანამშრომლობაზე კომენტარი გააკეთა.

„მოგეხსენებათ, ტენდერის ფარგლებში აბსოლუტურად დაფარულია იურიდიული პირების შესახებ მონაცემები და მხოლოდ მას შემდეგ ხდება კონკრეტული იურიდიული პირების გამოვლენა, რაც შესაბამისი პროცედურები იქნება გატარებული. ამასთან, არ არსებობს კანონში ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს რაიმე ვალდებულებას ან შესაძლებლობას იმისა, რომ ამ იურიდიული პირების უკან მდგომი პიროვნებები იყვნენ მოძიებული და მათი წარსულის შესახებ მოაგროვონ ინფორმაცია. თუ ოპოზიციას ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილება სურს ამ მიმართულებით, მათ შეუძლიათ იფიქრონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. რაც შეეხება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, როგორც კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, მათი მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს