მამუკა მდინარაძე ოთარ კახიძეს - თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა

როგორც ჩანს, თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა , - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიას „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია გააცნო.

„ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია ჩხუბში მონაწილე პირს - მ.კ-ს ეხება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, კომისიას ჯერ არ დაუკითხავს ჩხუბში მონაწილე პირები და აღნიშნული დასკვნის გაკეთება ტენდენციურობის ნიშნებს აჩენს.

„როდესაც კომისია შეიქმნა, კითხვები გვაწუხებდა მაგალითად, ზაზა სარალიძის დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომ მ.კ-ს ეჭირა დანა, ეს არ არის გამოძიებული, მას ხელს აფარებდა ვიღაც ამ საშინელებაში. დღეს ირკვევა თქვენი პოზიციით, რომ თქვენ ეთანხმებით პროკურატურის პოზიციას და მ.კ-ს პოზიციას და მ.კ-ს მიერ მოქაჩვა თუ დარტყმა უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობაში თანამონაწილეობად.

ჩვენ გვაინტერესებს ზაზა სარალიძის ეჭვი რეალურია თუ არა და ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. ხოლო ის ვერსია რაც თქვენ გაქვთ, ნიშნავს, რომ პროკურატურის ვერსიას ემხრობით. ეს არის იურიდიული ნონსენი და პოლიტიკური ინტერესი გაქვთ ტენდენციურობის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, ის ცალსახად აფიქსირებს, რომ პროკურატურის ვერსიას არ იზიარებს, თუმცა, მათი ვერსიითაც კი, მ.კ. არის დანაშაულში მონაწილე პირი.

„პროკურატურის ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ. პროკურატურა შეეცადა მ.კ გამოეძვრინა ამ საქმიდან. ეს ჩემი შეფასებაა. ამ ვერსიას არათუ ვიზიარებ, არამედ ვემიჯნები. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ამ ყველაფერს ცდილობდა, მათ მაინც გამოიყვანეს დამნაშავედ, არა ცივი იარაღით ხელში, არამედ თანაამსრულებლად. ამ მიკერძოებული დასკვნითაც კი, მ.კ. არის თანაამსრულებელი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დისკუსიის საგანია კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციები. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს