სკოლების გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით აღჭურვისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო

11 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ სკოლების გარე პერიმეტრები ვიდეოთვალებით სრულად აღიჭურვოს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

“სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, - განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაც.

“იმ სკოლებში, სადაც შესაძლებელია, სასკოლო სივრცეში იქნება დახაზული მინი ქუჩები და საგზაო ნიშნები, რომ მოსწავლეებმა ამასაც მიაქციონ ყურადღება. სკოლის უსაფრთხოების სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია და გავრცელებულია სკოლებში“, - განაცხადა გიგაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო