საგამოძიებო კომისიაში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც იმ რეკომენდაციას უჭერენ მხარს, რომელიც მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც იმ რეკომენდაციას უჭერენ მხარს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის - მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ნაადრევი და ნაჩქარევია იქამდე, ვიდრე გამოკითხული არ არის ყველა მოწმე, მათ შორის თავად მ.კ. და არ არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი მასალა.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს, მაგრამ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის კომპეტენცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას არ აქვს.

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავად საქმეში არსებული მასალები იძლევა საფუძველს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამ თემაზე კომისიაში დეპუტატებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა