სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

8 უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება სურთ. საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ აღნიშნული საბჭო ქვეყნის მმართველობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის.

„მიმდინარე წლის 23 აპრილს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რათა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი შედგება საქართველოს 8 უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტისაგან. მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის მმართველობით პროცესში. ასევე, მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის. ფორმატი არაერთ ახალგაზრდას მისცემს თვითრეალიზების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ღია მიმართვის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჩვენი ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თუმცა დღის წესრიგის ცვლილების გამო, წამოწყების ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს ახალგაზრდობის ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს.

იმედს გამოვთქვავთ, რომ პრემიერის მიერ გაცხადებული ღიაობა, ახალგაზრდების ჩართულობის მიმართ, იქნება ინდიკატორი ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისა და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს