ოთარ კახიძე უმრავლესობას - იმედი მაქვს, პროკურორ ზვიად ფხაკაძის გვერდით, მ.კ-ს ადვოკატად არ დადგებით

იმედი მაქვს, პროკურორ ზვიად ფხაკაძის გვერდით, მ.კ-ს ადვოკატად არ დადგებით, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ინიციატივას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერენ.

როგორც კახიძემ განმარტა, თავად სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები იძლევა საფუძველს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არა თუ ნაჩქარევი, არამედ დაგვიანებულია, რადგან პროკურატურას ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში უნდა გადაედგა.

თავად “ქართული ოცნების“ წევრების პოზიციაა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გაზიარება ნაადრევი და ნაჩქარევია მანამ, სანამ გამოკითხული არ არის ყველა მოწმე, მათ შორის თავად მ.კ და არ არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი მასალა.

საგამოძიებო კომისია დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

ამ თემაზე კომისიაში დეპუტატებს შორის ცხარე კამათი გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს