აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

მათივე ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე კახაბერ კირტავას არყოფნა გააპროტესტეს და ამ მიზეზით სხდომა დატოვეს.

როგორც უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, კომიტეტებმა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

გაერთიანებულ სხდომას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

აღნიშნული საკითხი ასევე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. კახაბერ კირტავას არყოფნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ გააპროტესტა და ბოიკოტის ნიშნად სხდომა დატოვა.

კომიტეტმა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. საკითხზე წამყვანი კომისიის დასკვნა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა