გერმანიაში 27 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა ედება ბრალად

გერმანიაში 27 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ის 29 ივნისს შვაბიას ოლქში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოში მან გერმანიის ტერიტორია დატოვა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შეუერთდა. 2014 წლის სექტემბერში ის ერაყში ჩავიდა და დაჯგუფების ერთ-ერთ სტრუქტურაში დაიწყო მუშაობა.

სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს