ზვიად კუპრავა - მირზა სუბელიანი საკუთარი შვილის გამოკითხვის დროს გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური

მირზა სუბელიანი საკუთარი შვილის გამოკითხვის დროს გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა. ზვიად კუპრავა, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს, კომისიის წევრებს საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

ზვიად კუპრავამ მირზა სუბელიანზე ისაუბრა და ის გარემოებებიც გაიხსენა, რის გამოც მას და ზაზა სარალიძეს ეტაპობრივად საქმის მიმდინარეობაზე კითხვები გაუჩნდათ.

„ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ აქ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს.

ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა“, -განაცხადა კუპრავამ.

მისი თქმით, გამოძიებაში ეჭვი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ფაქტობრივი გარემოებები ხდებოდა ცნობილი.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც ის, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა მას ახლდა თან.

მართალია ის, როგორც მშობელი ახლდა თან, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ამ დროს გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული პირი. სწორედ ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს