ავთანდილ თალაკვაძემ ბელარუსის ელჩთან ერთად გომბორზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული ტურისტი მოინახულა

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან ერთად მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, პაციენტი ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფება. ასევე, მათივე ცნობით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ტურისტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამობრუნდა. 27 მგზავრიდან ჰოსპიტალიზაცია 25-ს დასჭირდა. 23 დაშავებული, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაეწერა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა