ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების გარდა, 21-ე სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოსაკითხ პირთაგან ერთ-ერთის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების გარდა, 21-ე (ყოფილი მე-6) სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ. როგორც კუპრავამ საგამოძიებო კომისიაზე, გამოკითხვაზე განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მან ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების შესახებ მიიღო, თუმცა 21-ე სკოლის მოსწავლეების სახელები და გვარები თავად დაადგინა. მისივე ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობას 21-ე სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ.

„ერთ დღეს ზაზა სარალიძემ მთხოვა, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ბავშვები მასთან აპირებდნენ მისვლას და მთხოვა ამ შეხვედრას დავსწრებოდი. ამ შეხვედრაზე რა თქმა უნდა მივედი. მოვიდა 2 არასრულწლოვანი. საუბარი იყო ვრცელი და ეს საუბარი მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავდა. შინაარსი ამ საუბრის იცით, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ კიდევ ერთი სკოლის ბავშვები და ეს სკოლა იყო ყოფილი მეექვსე, ახლანდელი - 21-ე. მე არ ვამბობ, რომ დანაშაული ჩაიდინა ვინმემ, უბრალოდ მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ არ მომხდარა ამ ადამიანების დაკითხვა. თავად ამ ბავშვებს 21-ე სკოლის ბავშვების გვარები არ დაუსახელებიათ და თავად დავადგინე მათი სახელები და გვარები. ეს ინფორმაცია მივაწოდე სკოლის დირექტორს. დირექტორმა დაიბარა ეს ბავშვები და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს. მე როგორც ვიცი, ამ ბავშვებმა დირექტორს მოუყვნენ ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ლობიანის საყიდლად მიდიოდნენ, რა დროსაც მათგან ერთ-ერთს, ი.ჯ.-ს დაურეკეს პირველი ექსპერტიმენტული სკოლიდან და სთხოვეს, რომ 51-ე სკოლელებთან ჩხუბი იყო და დახმარებოდნენ. ეს ინფორმაცია თავად სკოლის დირექტორისგან ვიცი. ი.ჯ. და კიდევ ერთი მივიდნენ იქ და იქ რა ქმედება განახორციელეს, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა კუპრავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა